23:42 - 11 Nov, 2026
|
2020-01-17 15:06:44, 2390 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლედ ბადრი ბასიაშვილის დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე პროექტს, მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია და არც აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. აღნიშნულის მიზეზი, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)