23:42 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 13:51:48, 2059 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: NDI-ის კვლევის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების გაწყობებს

„სამწუხაროა, რომ „ენდიაის“ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, რადგან ოპოზიციის ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს მასზე, ნაწილი სხდომების ჩასაშლელად ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში და არ მონაწილეობს სხდომებში, შესაბამისად ხალხის დამოკიდებულება არ არის გასაკვირი.

„სამწუხაროა, რომ ამ კვლევითი ორგანიზაციის შედეგები ძალიან ხშირად არ ემთხვევა საზოგადოების განწყობებს. რაც შეეხება ინსტიტუტებთან დაკავშირებულ რეიტინგებს, კონკრეტულად პარლამენტთან დაკავშირებით, რომ გიპასუხოთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი ძალადობრივ შეტევას ახორციელებს პარლამენტზე, მეორე ნაწილი სხდომებში არ მონაწილეობს და საკანონმდებლო პროცესს ემიჯნება, მესამე ნაწილი ქიმიურ ნივთიერებებს ასხამს დარბაზში სხდომების ჩასაშლელად. არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენს საზოგადოებას კრიტიკული დამოკიდებულება აქვს სწორედ ასეთი საპარლამენტო პროცესის მიმართ. მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით ოპოზიციიდან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე იფიქრონ. იფიქრონ, რომ პარლამენტი მათ შორის ისინიც ხელფასს იღებენ იმაში, რომ საზოგადოებას ემსახურებოდნენ და მონაწილეობდნენ კანონშემოქმედებით და ზედამხედველობის პროცესში. მე არჩევნების შედეგებს ვენდობი და ვენდობი მათ მოქალაქეებს, მათ არჩევანს და ჩვენი მხარდამჭერების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics