|
2020-01-17 13:47:58, 2123 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: შოთაძე იყო კარგი მთავარი პროკურორი და მისი გადაწყვეტილება, გადადგომის შესახებ, მაშინაც არ მომწონდა
„მაშინ, ირაკლი შოთაძემ მართლა მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ მე აღნიშნული გადაწყვეტილებ არ მომწონდა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, მისთვის მისასალმებელია შოთაძის კანდიდატურა, რადგან ის იყო კარგი მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც პროკურატურაში ბევრი კარგი რეფორმა განხორციელდა. „ირაკლი შოთაძე იყო მთავარი პროკურორი, რომლის დროსაც მე, როგორც იუსტიციის მინისტრმა დავინახე პროკურატურაში რეფორმები, დავინახე შეკრული პროკურორთა კორპუსი და დავინახე გაჰუმანურებული მართლმსაჯულების პროცესი, რომლის მხარეც და მონაწილეც არის ბრალდების მხარე, შესაბამისად მივესალმები ამ კანდიდატურის დაყენებას, ძალიან ბევრი ღირსეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების კანდიდატურა არის შეტანილი საბჭოს წინაშე, დაველოდოთ ყველა თუ რას გადაწყვეტს საბჭო, მაგრამ თქვენ ყველას გახსოვთ ჩემი ურყევი პოზიცია, რომ მაშინ ირაკლი შუთაძემ მართალია მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე არ მომწონდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)