|
2020-01-17 13:46:55, 2155 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები, ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ივანიშვილის თამადობით
„ადამიანურად გული მწყდება, თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელიწადში“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოსთან, პროცესზე შესვლამდე განაცხადა. ხაზარაძის თქმით, საქართველოს სჭირდება რადიკალური ცვლილებები, რაც გულისხმობს სისტემის დემონტაჟს, ივანიშვილის მეთაურობით. „მე გული მწყდება, კი ვაკრიტიკებთ, ვამხელთ მის ქმედებას, მაგრამ ადამიანუად გული მწყდება თუ სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი 7 წელიწადში. როგორც ქართველი ვამბობ ამას და მისმა ამ დეგრადირებამ, როგორ მიიყვანა ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, რადგან პატარა ქვეყანა ვართ. ენთუზიაზმი, რომელიც იყო 2012 წელს, რომ რაღაც შეიცვლებოდა სად მივიდა. აქვს ქვეყანას ამხელა რესურსი, რომ სულ წრეზე ვიაროთ? ეს არის სამარცხვინო და მე გული მწყდება, რომ საქართველო დღეს ასეთ მდგომარეობაშია, ამიტომ კომპრომისი არ იქნება. ამ ქვეყანას სჭირდება რადიკალური ცვლილებები და ქირურგიული ჩარევა, მე ამაში ვგულისხმობ სისტემის დემონტაჟს ბიძინა ივანიშვილის თამადობით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)