23:42 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 13:28:01, 1379 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: NDI-ის კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებს

„მათი კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებთან“, - ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ეროვნულ-დემოკრტიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ არჩევნები ტარდებოეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

ვოლსკის თქმით, ორგანიზაცია, რომელიც „ენდიაის“ ეგიდით მოქმედებს, პერიოდულად, გაუგებარი მიზნებით აქვეყნებს კვლევის შედეგებს და აჟიოტაჟს ქმნის მედიასივრცეში.

„მათი კვლევები მუდმივად აცდენილია არჩევნების შედეგებთან, რაც მთავარი ინდიკატორია იმისა, თუ რატომ ვეთანხმები ან არ ვეთანხმები ამ კვლევებს. გარდა ამისა, მე თავად მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ პარლამენტის საქმიანობის შესახებ საზოგადოებამ პრაქტიკულად მინიმალური იცის. პარლამენტის საქმიანობა ფასდება მხოლოდ იმ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეჯახებებით, რასაც მედია, როგორც დაინტერესებული მხარე აშუქებს. რა კანონები იქნა მიღებული მიწებთან დაკავშირებით, მიწების რეგისტრაციაზე, ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, საზოგადოების წევრებმა, გამოკითხულები არ იციან და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვასაც არ სვამს ორგანიზაცია, ვფიქრობ, შეგნებულად, რომ არ ქონდეს საზოგადოებას მეტი ანალიზის საშუალება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics