|
2020-01-13 15:43:45, 2129 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: სააკაშვილს კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული, რომლის შემადგენლობაშიც მედიამონოპოლია შედიოდა
„სააკაშვილს ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამის შემადგენელი ნაწილი იყო მედიამონოპოლია“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და საპარლმენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, სერიოზული პასუხის გაცემა შეუძლებელია. „გახსოვთ, რომ კრიმინალური მეთოდებით მიიტაცა „რუსთავი 2“, შემდეგ მაროდიურული მეთოდებით მიიტაცა „იმედი“, მანამდე მიიტაცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, იყო სრული მედიამონოპოლია ხელისუფლების ქვეშ და ეს ადამიანი დღეს გვესაუბრება თავისუფალ მედიაზე, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მას ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამის შემადგენელი ნაწილი იყო მედიამონოპოლია, რომელიც მან კრიმინალური მეთოდებით მიიტაცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მმართველობის პერიოდში მედია ბევრად უფრო თავისუფალი იყო ვიდრე ახლა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)