|
2020-01-13 13:31:41, 1443 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებისა და დასკვნის მიმართ სრული ნდობა მაქვს
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების და დასკვნის მიმართ მაქვს სრული ნდობა, - ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. სესიაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. „ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მე მაქვს ამომწურავი ინფორმაცია და ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია. მათ შორის, ვინ რა ფორმით მონაწილეობდა და სახელმწიფოს რა რეაქცია ჰქონდა. სახელმწიფომ ჩაატარა, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება და რაც შეეხება სახელმწიფოს გამოძიებას, მე მის მიმართ და ასევე დასკვნების მიმართ მაქვს სრული ნდობა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით ითხოვს, საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და სპეცრაზმელების ხელახალ გამოკითხვას.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)