|
2020-01-10 14:05:22, 2422 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა
ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის საშინაო საქმეა. „ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს სოხუში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებს. მომხდარ მოვლენებს ვაფასებთ, როგორც ქვეყნის საშინაო საქმეს. ვიმედოვნებთ, რომ მხარეები პირდაპირი, მშვიდობიანი დილოგის გზით, სამართლებრივ ჩარჩოში ვითარების უმოკლეს დროში სტაბილიზაციას შეძლებენ“ - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)