|
2020-01-10 13:36:15, 2272 ნახვა
პოლიტიკა
აფხაზეთის ე.წ უშიშიშროების საბჭოს თავმჯდომარე - დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იარაღი წაიღეს
აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბა აცხადებს, რომ მომიტინგეებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი წაიღეს. „ყველა კაბინეტი გახსნილია, მათ შორის გახსნილია ოთახი, სადაც ინახებოდა იარაღი და გარკვეული რაოდენობა იარაღისა დემონსტრანტების ხელშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც დააბრუნებულია დაახლოებით ხუთი ერთეული იარაღი, მაგრამ წაღებულია გაცილებით მეტი“, - აცხადებს მუჰამედ კილბა. ამასთან ერთად, ე.წ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს შტურმის საჭიროებას და აღნიშნავს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე. „მთავარი ამოცანაა, არ დაშავდნენ ადამიანები. ხალხს ჰგონია, რომ იქნება შტურმი, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო ის აქციის დაწყებიდან 2 საათში გაგვეკეთებინა, თუმცა არ გავაკეთეთ და არ დავგეგმეთ, მაგრამ შტურმს არ გამოვრიცხავ. ყველაფერი დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რა თქმა უნდა, თუ მოგვეცემა მოლაპარაკებების საშუალება. ულტიმატუმების დაყენებით საკითხი არ გვარდება, რადგან მოლაპარაკებები ითვალისწინებს ორმხრივ დათმობებს და არა ულტიმატუმემს“, - განაცხადა მუჰამედ კილბამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)