|
2020-01-09 19:43:56, 2200 ნახვა
პოლიტიკა
„წელს „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამთავრდება“ - ოპოზიცია მორიგ აქციებს აანონსებს
„ეს წელი არის საარჩევნო და წელს, "ქართული ოცნება" აუცილებლად დამთავრდება“,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რეგიონებში აქციები იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ხოლო რაც შეეხება თბილისს, ვაშაძის თქმით, თარიღი თვის ბოლომდე დაზუსტდება. „იანვრის მეორე ნახევრიდან დაიწყება აქციები რეგიონებში, შეხვედრები მოსახლეობასთან, რომ მაქსიმალურად გამოვაღვიძოთ საზოგადოება, იმიტომ, რომ ქვეყანა არის მაქსიმალურად მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ კრიზისში და ჩვენ უნდა ავუხსნათ თითოეულ ადამიანს, რომ გამოსავალი ერთ რამეშია, ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობებზე იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ნორმალური განვითარება და რაც მთავარია, წლევანდელი წელი არის საარჩევნო წელი და წელს "ქართული ოცნება" აუცილებლად დამთავრდება, ეს უნდა ვუთხრათ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ უკვე ვმსჯელობთ იმ დიდი აქციის ჩატარების თარიღზე, რომელიც უნდა გაიმართოს თბილისში, ამაზე უკვე თვის ბოლომდე შევჯერდებით და აუცილებლად ეს კონკრეტული თარიღი იქნება. გარდა ამისა, იქნება პიკეტირებები, იქნეა წინააღმდეგობის სხვადასხვა კერები“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)