23:19 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-06 15:38:26, 2252 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: თუ ლავროვი ჩამოვა, საქართველოში პროტესტი დახვდება

„თუ ლავროვი ჩამოვა, საქართველოში მას დახვდება პროტესტი  იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას.

„სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე ნამდვილად ვერ გეტყვით, სად ჩავა და სად არა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაც ტრადიციულად თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება თავმჯდომარე ქვეყნების მიერ, ის ღონისძიებები ჩავატაროთ საქართველოში, მათ შორის არის მინისტერიალი. ჩამოვა თუ არა ამ შეხვედრაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოში დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეების, სადაც ჩვენი მოქალაქეთა უფლებები მძიმედ ირღვეოდა, მკვლელობები, გატაცებები, უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული განცხადებები ჩვენი სახელისუფლო გუნდის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics