|
2019-12-26 17:46:19, 1935 ნახვა
პოლიტიკა
მიქაუტაძე: ამ ეტაპზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატობა ჩემს გეგმებში არ შედის
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს. „უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ცალკე პროცედურაა. მე ვფიქრობ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამ ეტაპზე არ განვიხილავ, არ მაქვს ასეთი ინტერესი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემ გეგმებში არ შედის, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასე რომ, უარვყოფ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)