23:20 - 11 Nov, 2026
|
2019-12-26 16:04:06, 2183 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის აქცია დაპირისპირების თემა არ უნდა იყოს
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა ამ ყველაფერს დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. ვოლსკის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი არ უნდა იყოს დაპირისპირების მიზეზი, პირიქით, ეს არის თემა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გაერთიანდეს. „ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. სახელმწიფომ და პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავისი ხაზებით უნდა იმუშაონ. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს ის თემაა, სადაც ყველა ერთად უნდა იდგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)