|
2015-01-25 16:00:02, 2331 ნახვა
სამართალი
გაგი მოსიაშვილი: უდავოა, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მოკლეს
„შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ დადასტურებულია, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს“, –ამის შესახებ ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა. მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ვერსია უნდა განიხილონ. „გამოძიება ძალიან ბევრ ვერსიაზე მუშაობს. ახლა ეს არის ის ეტაპი, სადაც ნებისმნიერი სახის ვერსია უნდა იქნას განხილული. უდაოა ის ფაქტი, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე მოკლეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ეს უდაოდ დადასტურებული ფაქტია“, – განაცხადა მოსიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ააფეთქეს. იური ვაზაგაშვილი, სოფელ ყარაფილაში დღეს, შვილის გვერდით დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)