|
2019-12-24 12:56:04, 2495 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთებია
„ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება „ფეისბუქის“ მიერ ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებაზე. მერის თქმით, ყველაზე მეტი „ტროლი“ და „ბოტი“ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთებია. „რისი გამოძიება უნდა დაიწყოს, ცენზურას ვუწესებთ „ფეისბუქს“? „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი შეხედულება ამა თუ იმ ფორმით. „ფეისბუქი“ არის თავისუფალი სივრცე, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერც მისი დანაყოფები ვერ შეზღუდავს, თუმცა ყველაზე მეტი ტროლი, ბოტი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შენაერთებია“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფები და ყალბი ანგარიშები წაშალა, რომლებიც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)