|
2019-12-24 12:26:59, 2523 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით, დადებითად აფასებს
„ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით“,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ყველა დემოკრატიული ქვეყნის მსგავსად, საქართველოსაც აქვს გამოწვევები, რომლებსაც ღირსეულად უპასუხებს. „მთავარი იყო ის, რომ დადებითად აფასებდნენ რეფორმას, რომელიც იქნა განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის განმტკიცების თვალსაზრისით. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. რეალურად, ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით პროცესებს. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, ყველაფერი კარგად არც ერთ ქვეყანაში არ არის, განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში, შესაბამისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები პოზიტიურად შეაფასა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)