|
2019-12-23 17:11:22, 1842 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: ყველაფერი კეთდება, რათა ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე არავინ არ დარჩეს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის საქმიანობის ანგარიში და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა. ,,ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით არცერთი ადამიანი არ დარჩეს სახელმწიფოს ზრუნვისა და მხარდაჭერის გარეშე. მნიშვნელოვნად გაიზარდა მომავალი წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი და უფრო მეტ მოქალაქეს ექნება ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სფეროში არსებულ სერვისებზე"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 2019 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით აჭარაში სხვადასხვა სახის სერვისი მიეწოდა 22 354 ბენეფიციარს. წელსვე, პირველად დაიწყო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება და გაიზარდა მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება. 2020 წელს აჭარის ჯანდაცვის დაფინანსება 18%-ით იზრდება. მომავალი წლიდან პირველად 18-25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული პირები ყოველთვიურად 465 ლარამდე თანხას მიიღებენ. 100 000 ლარამდე გაიზრდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაა. უკანასკნელი 1 წლის მანძილზე 113-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მთავრობის თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართი შეიძინა, 220 ეკომიგრანტ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა საცხოვრებელი ფართი, 100 ოჯახს კი - დაუკანონდა. მთავრობის თავმჯდომარემ ის ექიმები დააჯილდოვა, რომლებმაც კრიტიკულ ვითარებაში გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და ბათუმში დაჭრილი პოლიციელის სიცოცხლე გადაარჩინეს. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და 2019 წელს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებში ჩართული ბენეფიციარები ესწრებოდნენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)