|
2019-12-23 12:42:45, 1579 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს
„ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე წინააღმდეგობა შემოიტანოს“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. „იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობები აღდგენილია. ჩატარდა პირველი კომისიის სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყვალაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს იყო ამ საკითხზე საუბარი. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, სწორედ სტატუსკვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ბუნებრივია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან იქნება გაგება, რაზეც ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ორმხრივ ურთიერთობაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)