04:59 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-21 14:55:30, 2634 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია: „ფეისბუქის“ კვლევა იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება

„ „ფეისბუქის“ ეს კვლევა არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, -  ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი გიგა ბოკერია კვლევას, რომლის მიხედვითაც „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში გააუქმა.

ბოკერიას თქმით, ე.წ ტროლების გამოაშკარავებამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ფულს არა მხოლოდ ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, არამედ საქართველოს მტრის სასარგებლოდ ხარჯავდა.

„ეს კვლევა, ფეისბუქთან ერთად ჩატარებული ამ ლაბორატორიის მიერ, რომელიც არსებობს ატლანტიკურ საბჭოსთან, არის იმის მტკიცებულება, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის მეთაურობით, როგორ ხარჯავდა ფულს არა მხოლოდ შუღლის, დაპირისპირების, სიბინძურის და ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, არამედ საქართველოს შიგნით თვისუფლების იდეის, თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში გააუქმა. „ფეისბუქმა“ დაადგინა, რომ ამ კამპანიისთვის ყალბმა გვერდებმა ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი დახარჯეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics