|
2019-12-20 14:31:38, 2436 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბედ რუდი: ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგი იანვარში გაგრძლდება
„მივესალმები ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი წინადადება წარადგინა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. რუდის თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგის მაგიდას იანვარში დაუბრუნდებიან. „მინდა აღვნიშნო, რომ ეს დიალოგი არის ამ ფორმატის ღირებულების კიდევ ერთი დემონსტრირება, რადგან ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი ძალა განიხილავენ პრობლემებს, გამოწვევებს, რომლებსაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ვხვდებით. მე მივესალმები ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ახალი წინადადება წარადგინა. მხარეებმა ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაცვალეს აზრები. დღეს შეთანხმება არ მიღებულა, თუმცა ყველა დაეთანხმა იმას, რომ დიალოგი იანვარში გაგრძელდეს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)