22:55 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 11:02:46, 1227 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრაზე: ჯერ არ ვარ მზად ვილაპარაკო კონკრეტულ წინადადებებზე

„ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ სასტუმრო „შერატონში“, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ჩანიშნული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ის შეხვედრის დაწყებამდე კონკრეტულ წინადადებებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან ამ წინადადებებმა შესაძლოა მოლაპარაკებების პერიოდშ გარკვეული კორექტირებები განიცადოს.

„კონკრეტულ წინადადებებზე ჯერ არ ვარ მზად ვილაპარაკო, თუმცა გვქონდა გუშინ განხილვა უმრავლესობაში, წევრებისგანაც საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ, გავაცანით ძირითადად რას ვფიქრობდით და მე ვფიქრობ რომ ამ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტი გვექნება სალაპარაკო, წინასწარ საუბრის ან წინადადებების მოწოდებისათვის მზად არ ვართ, იმიტომ რომ ამან შეიძლება გარკვეული კორექტირებები მოლაპარაკებების პერიოდშიც განიცადოს, რასაკვირველია, მოლოდინი და იმედი რომ არ გვქონდეს, აქ არც ვიქნებოდით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგასენებთ, რომ ამ წუთებში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის შეხვედრის მორიგი რაუნდი მიმდინარეობს. დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით შეხვედრის მთავარი თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics