|
2019-12-19 18:22:57, 1766 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი: ჩეჩნეთის გავლით საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობა კარგი იდეაა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის გავლით საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, თუმცა ის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ პროექტებში არ შედის. აღნიშნული გზის მშენებლობის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტს შეკითხვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. „მიმდინარეობს საუბარი ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ გზის მშენებლობაზე. ეს მოაგვარებდა სტრატეგიულ საკითხებს. რას ფიქრობთ ამაზე და რამდენად მომგებბიანი გგონიათ ეს როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვი“, - ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა პუტინს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს კარგი და განხორციელებადი იდეაა. „იქ ნამდვილად არის პრობლემა საქართველოსთან კომუნიკაციაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ყველაფერს თოვლი დაფარავს - ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიცით. რაც ახლა თქვენ თქვით, ეს კარგი იდეაა, მაგრამ ის ჯერ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ პროექტებში არ არის. თუმცა, ვიმეორებ, რომ ამ იდეის შესახებ ცნობილია და პრინციპში, ის განხორციელებადია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)