|
2019-12-19 18:12:57, 1909 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე „ოცნებასთან“ შეხვედრაზე: მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ერთპიროვნული მმართველობის გაგრძელების გარანტიას მისცემთ
„მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც ხელისუფლებას გარანტიას მისცემს, რომ ერთპიროვნული მმართველობა გაგრძელდეს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შესაბამის განცხადებებს ხვალ გააკეთებს. „ის რაც არ მინახია, თუ არსებობს ბუნებაში საერთოდ იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. წარმოდგენა რომ შეგექმნათ პოზიციაზე, ხელისუფლება მყავს მხედველობაში, გახსოვდეთ, რომ , თუ საერთოდ მოიტანენ, მოიტანენ ისეთ რაღაცას, რაც გარანტიას მისცემს მათ, რომ სახელმწიფოში გაგრძელდეს ერთპიროვნული მმართველობა. არ ვამბობ ერთპარტიულსაც კი, ერთპიროვნული მმართველობა. ამიტომ, დაველოდოთ და ხვალ ყველაფერს გეტყვით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. ცნობისთვის, ხვალ მმართველი გუნდი და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ხვდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)