22:55 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-18 16:36:08, 1718 ნახვა

პოლიტიკა
საოკუპაციო ხაზთან მყოფმა ერეკლე კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვს რუსულ ენაზე მიმართა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე ე.წ. საზღვრისპირა სოფელში, საკორინთლოში ჩავიდა.

მან ადგილიდან „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს რუსულ ენაზე მიმართა და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება სთხოვა.

„მინდა მივმართო პრეზიდენტს ამ რესპუბლიკის, ბატონ ბიბილოვს. მე მინდა გთხოვოთ, დავიწყოთ ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ამისთვის, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ აუცილებელია გათავისფულდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ დროისთვის თქვენთან, ციხეში იმყოფება და რომელმაც თქვენი კანონი დაარღვია“, - მიმართა ერეკლე კუხიანიძემ ბიბილოვს.

რაც შეეხება კითხვას, სცემს თუ არა პატივს საოკუპაციო რეჟიმის კანონებს, კუხიანიძემ ასე უპასუხა: „ჩვენთვის ეს არის ჩვენი ტერიტორია, მათთვის არის სხვა ტერიტორია. ვლაპარაკობ მათ კანონებზე. მე მტერსაც კი პატივს ვცემ“.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძეს დღეს უმრავლესობა დაატოვებინეს. მიზეზი მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლითაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტრიკლენდი დვალიშვილი ნურმაგამედოვის ინციდენტზე - უსმან ნურმაგომედოვი ბ**ის პირდაპირი განმარტებაა
მერაბ დვალიშვილი—ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს
თბილისში, დიდუბეში ცოლ-ქმარი ლიფტში მოკლული იპოვეს
ფიფია - დროა, რუსეთთან მჭიდრო სტრატეგიული კავშირისკენ ნაბიჯი გადავდგათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics