|
2019-12-13 15:45:58, 4122 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალურ დირექტორს შეხვდა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ შეხვედრა გამართეს, ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ გენერალურ დირექტორთან, ნინო ქაჯაიასთან, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმიანობა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობის გასაძლიერებლად“ ფარგლებში იაპონიაში იმყოფებოდა. შეხვედრაზე ნინო ქაჯაიამ იაპონიაში მიღებულ გამოცდილებასა და პროექტის ფარგლებში აჭარის რეგიონში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პროგრამა საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით განხორციელდა და მასში საქართველოს სახელით ნინო ქაჯაია მონაწილეობდა. პროგრამა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე იაპონიის ჯანდაცვის სისტემის გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიამ ამ კუთხით უნივერსალური მოდელი შექმნა, რომელიც არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)