|
2019-12-12 18:03:09, 3375 ნახვა
რეგიონი
აჭარის გაზრდილი რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა. 2019 წელთან შედარებით აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 7 890 900 ლარით, 2,3%-ით გაიზარდა და 350 094 700 ლარი შეადგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 15 ხმით დამტკიცდა. ბიუჯეტს მხარი ქართული ოცნების დეპუტატებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა. 2020 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 301 250 000 მლნ.ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ზრდა 30 254 000 ლარი, 11%-ია. 2020 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 18% იზრდება. ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 2 362 000 ლარით მეტი დაიხარჯება. მომავალი წლიდან, პირველად, პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობა დაფინანსდება. 2020 წელს, პირველად, 18-დან 25 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებულ პირთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური პროგრამა განხორციელდება. 2020 წლიდან 20%-ით გაიზრდება სახელოვნებო და სასპორტო, საჯარო-საპანსიო სკოლების მასწავლებლებს ანაზღაურება. 2020 წლიდან 23.8% გაიზრდება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის დაფინანსება. 2020 წელს აჭარის ბიუჯეტის 63% დაიხარჯება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე, რაც 220 მლნ. ლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)