20:10 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 16:39:25, 2477 ნახვა

რეგიონი
მასტერკლასიდან დაბრუნებულ ანსამბ „ფესვებს“ შუახევის მერი შეხვდა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წლებია წარმატებით თანამშრომლობს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასთან, რის შედეგად არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

6-7-8 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა აჭარული ხალხური ცეკვის მასტერკლასი, რომელშიც მონაწილეობდა შუახევის ანსამბლი ,,ფესვები“. სამდღიანი მასტერკლასი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. მასტერკლასმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა და მაღალი შეფასება დაიმსახურა კომპეტენტური ორგანიზაციებისა და პროფესიონალებისგან.

ანსამბლის წევრები მასტერკლასის წარმატებით ჩატარებისთვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მადლობის სიგელით დააჯილდოვა. წარმატებული პროექტის ხელშეწყობისთვის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისგან სამადლობელი წერილი მიიღო მუნიციპალიტეტის მერმა.

დღეს, ანსამბლ ,,ფესვების” წევრებს შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შეხვდა და აჭარული ცეკვის მასტერკლასში წარმატებული მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა, მომავალში თანადგომას და მხარდაჭერას დაჰპირდა.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და შუახევის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ფუნქციონირებს შუახევის სალოტბარო სკოლა, რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდები უფასოდ ეუფლებიან ქართულ გალობას და სიმღერას, რაც უდიდესი საქმეა ადგილობრივი მდიდარი ტრადიციების შენარჩუნებისა და მომავალი თაობებისათვის გადასაცემად.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics