|
2019-12-10 22:36:44, 1469 ნახვა
საზოგადოება
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწარმოს დამფუძნებლებმა საწარმოს იდეაზე და ძირითად საქმიანობაზე ისაუბრეს. მინისტრი ადგილზე გაეცნო საწარმოს სამუშაო პროცესს, საწარმოს თანამშრომლებს დასაქმება მიულოცა და ახალ საქმეში წარმატებები უსურვა. სოციალური საწარმო N16 დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში მიღებული გრანტით დაფუძნდა. ამ ეტაპზე სოციალურ საწარმოში პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ხუთი მსჯავრდებულია დასაქმებული. ინფორმაციისთვის, პროექტს „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. პროექტის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, სამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა (CSRDG), 2017-2018 წლებში სამჯერ გამოაცხადა იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის, რომლის შედეგად დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო. 2018 წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა N16 პენიტენციური დაწესებულებიდან ორმა მსჯავრდებულმა, ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა იდეით: დისტანციური საქმიანობის შესრულება N16 პენიტენციური დაწესებულებაში (დოკუმენტების, წიგნების გაციფრულება, თარგმანი, ვიდეო სუბტიტრების შესრულება და ა.შ.). იდეის ავტორებმა ნიკოლოზ ტყეშელაშვილმა და შოთა მარტყოფლიშვილმა ეტაპობრივად დატოვეს პენიტენციური დაწესებულება და ამჟამად პროექტის მართვას დაწესებულების გარეთ ახორციელებენ. საწარმო, 2019 წლის აგვისტოში აღიჭურვა საჭირო ტექნიკით და დღეის მდგომარეობით უკვე შესრულებული აქვს რამდენიმე შეკვეთა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)