15:46 - 13 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 15:52:34, 1115 ნახვა

საზოგადოება
ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან თანამშრომლობა ღრმავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტი ევროპის სურსათის უვნებლობის უზენაეს ორგანოსთან (EFSA) თანამშრომლობას აღრმავებს. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მომერანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების კუთხით მონაცემების შეგროვებას, გაზიარებას და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას გულისხმობს. აღნიშნული მემორნადუმი ხელს შეუწყობს ცენტრის თანამშრომლებს სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების გლობალურ ექსპერტთა საზოგადოებაში ინტეგრაციაში, სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებასა და ქვეყანაში სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სფეროში კვლევების გაძლიერებაში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობს, მხარეების ჩართულობით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრაქტიკული ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც რისკის შეფასების და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები უკრაინიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, ბელარუსიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ. მხარეების თანამშრომლობით ამერიკულ სამეცნიერო გამოცემაში „Springer” ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია გამოქვეყნდა, რომელმაც მილიონობით მეცნიერის და ამ სფეროს ექსპერტის ინტერესი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის ანალიზის და შეფასების პრინციპების განხორციელება საქართველოს ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) SPS შეთანხებით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ევალება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
მიხეილ სააკაშვილი - უკაცრავად და, ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ, როგორც ფაქტს
40-მდე ქვეყანამ და საქართველომ ევროპული უსაფრთხოების დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ფარულავა – საკონსტიტუციო სასამართლოში რასაც ვუყურებთ ვერანაირ სტანდარტში ვერ ჯდება,
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics