|
2019-12-10 13:48:56, 1408 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: საზღვაო აკადემიის სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკის გავლა დაუფინანსდებათ
აჭარის მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სამმხრივი მემორანდუმის მიზანია 2020 წელს გემთმფლობელ კომპანიებში საზღვაო აკადემიის 50 სტუდენტის საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფა, რომელიც აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტებიდან დაფინანსდება. დოკუმენტს ხელი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს. დღესვე, საზღვაო აკადემიის პირველკურსელთა ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. 600 პირველკურსელმა საზეიმოდ დადო მეზღვაურის ფიცი. თორნიკე რიჟვაძემ პირველკურსელებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა მეზღვაურის პროფესიის მნიშვნელობას და მათ წვლილს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ,,დღეს არის ორმაგად მნიშვნელოვანი დღე როგორც საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის, ასევე, მთლიანად, საზღვაო სფეროსთვის. ფიცი დადეს პირველკურსელებმა. ასევე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან და საზღვაო აკადემიასთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის საფუძველზე აკადემიის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან პროფესიული სტაჟირების გავლის დაფინანსებით. ერთობლივად უზრუნველვყობთ, რომ კიდევ უფრო მეტ მეზღვაურს მიეცეს საშუალება იყოს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, განათლების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)