|
2019-12-09 17:31:59, 1781 ნახვა
რეგიონი
„გასტრონომიული გიდი“ - კიდევ ერთი ტრენინგი გიდებისთვის
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ბათუმის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები გიდებისთვის დასრულდა. ორკვირიანი სალექციო კურსისას რეგიონში მოქმედმა და დამწყებმა გიდებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, როგორებიცაა ბათუმის ცნობილი შენობები, ეზოები და მათი ისტორიები, ბათუმი კინოში, ბათუმი და პიროვნებები, ქართული მითოლოგია და ქორეოგრაფია. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში საშემოდგომო, სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. გარდა აღნიშნული ტრენინგისა, დღეს გიდებისთვის ახალი პროგრამა „გასტრონომიული გიდი” იწყება. ის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სხვა ტრენინგების მსგავსად უფასოა. „დავასრულეთ ძალიან საინტერესო ტრენინგები გიდებისთვის, რაც ვფიქრობთ დაეხმარება მოქმედ და დამწყებ გიდებს უკეთესად წარმოაჩინონ ბათუმი თავისი არქიტექტურით, კულტურითა და ისტორიით. გვიხარია, რომ დაინტერესება იყო დიდი და ყველა ტრენინგს მოსალოდნელზე მეტი მსმენელი ესწრებოდა. დღეიდან ვიწყებთ არანაკლებ საინტერესო ტრენინგს უკვე გასტრონომიის მიმართულებით, რომელსაც გასტრონომიული კულტურის მკვლევარი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი დალი ცატავა წაიკითხავს. ტრენინგი მოქმედ გიდებზეა გათვლილი და ვფიქრობთ, ისინი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ქართული გასტრონომიის შესახებ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგპროგრამის ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს ინგლისური ენის კურსების ახალი ეტაპი მაჭახელას, გოდერძისა და სახალვაშოს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მაჭახელაში ენის კურსის პირველი, კურორტ გოდერძიზე მესამე, ხოლო სახალვაშოში მეორე ეტაპი. დღემდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ 3000-მდე პირს ჩაუტარა ტრენინგ-სემინარი, რაც 2020 წელშიც აქტიურად გაგრძელდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)