|
2019-12-09 13:01:02, 1841 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სპორტ კომპლექსზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
შუახევში, სასპორტო სკოლის შენობის სამშენებლო - სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მალე, ახალგაზრდები სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული კომპლექსით და ფიტნეს დარბაზით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებასა და პოპულარიზაციას. სამუშაოების მიმდინარეობას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად გაეცნო. პროექტის ფარგლებში არსებული ობიექტის ერთ ნაწილში აშენდება ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა საჭიდაო დარბაზი და განთავსდება ფიტნეს ოთახები .რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ სპორტ დარბაზს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,იორ ბუილდინგ კომპანი“ ასრულებს. პროექტის ღირებულებაა 157631ლარი. მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უშუალოდ მერის ინიციატივით იმართება სპორტული შეკრებები სხვადასხვა სპორტის სახეობებში. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები ჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. მერიის მხარდაჭერით შეძენილი იქნა 15. 000 ლარის ფიტნეს ტრენაჟორები და სხვა სახის სპორტული ინვენტარი. 2020 წელში დაგეგმილია ცენტრალური სტადიონის, რაგბის მოედანის, დაბის, ხიჭაურისა და ჭვანის სპორტული მოედნების საჭირო ინფრასტრუქტურით მოწყობა. დღეის მდგომარეობით შუახევის სპორტულ კომპლექსში, სასპორტო სკოლისა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის 500-მდე მოსწავლეა გაერთიანებული, რომლებიც სპორტის 20-ზე მეტ სახეობას ეუფლებიან.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)