|
2015-01-25 13:44:48, 2648 ნახვა
სამართალი
მომდევნო კვირიდან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრისა და აქტივისტის დაკავება იგეგმება
მომდევნო კვირიდან "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრისა და აქტივისტის დაკავება იგეგმება. ამის შესახებ, "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. ინფორმირებული წყარო იტყობინება, რომ დაკავებები იური და ზურაბ ვაზაგაშვილების საქმეებს უკავშირდება. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ყველა იმ ადამიანს დააკავებენ, რომლებმაც ზურა ვაზაგაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმეს მას და ხელმძღვანელობდნენ. ვაზაგაშვილების საქმეზე ამჟამად პროკურატურაში სპეციალური ჯგუფი მუშაობს და მტკიცებულებების და სამხილების შეგროვება მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესში აშშ-დან მოწვეული პროკურორებიც არიან ჩართული. შეგახსენებთ, პროკურორებმა, რომლებსაც ვაზაგაშვილის საქმესთან შემხებლობა ჰქონდათ, გუშინ თანამდებობები დატოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)