|
2015-07-23 13:24:03, 807 ნახვა
ეკონომიკა
სემეკის სხდომა, სადაც ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებაზე მსჯელობენ, კამათის ფონზე მიმდინარეობს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა, სადაც „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფის კორექტირების შესახებ მსჯელობენ კამათის ფონზე მიმდინარეობს. სემეკმა წარმოადგინა სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით პროექტი, სხვადასხვა საფეხურის მიხედვით, რაც დაახლოებით ტარიფის 3 თეთრით ზრდას ითვალისწინებს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განცხადებით, წარმოდგენილი პროექტით ზრდა საკმარისი არ არის და ისინი დაახლოებით 4,2 თეთრით ზრდას ითხოვენ. „ენერგო პრო ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, თუ წარმოდგენილი პროექტი დამტკიცდება, კომპანია 4 თვის შემდეგ ტარიფის გაზრდასთან განაცხადის შეტანა კვლავ მოუწევს. ამასთან, როგორც სხდომაზე „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, სემეკ-მა კანონმდებლობა დაარღვია, რადგან ცნობილი არ იყო, თუ კონკრეტულად როდის გაიმართებოდა საჯარო სხდომა. მან სემეკის თავმჯდომარეს ირინა მილორავას მიმართა და აღნიშნა, რომ სემეკი ტარიფების გაზრდას ხელისუფლების ზეწოლის შედეგად ახორციელებს. ცნობისთვის, ამ ეტპაზე სამომხმარებლო ტარიფი (დღგ-ს გარეშე)101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის 7.630 თეთრს შეადგენს; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 11.000 თეთრს; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.830 თეთრს შეადგენს. ხოლო, შემოთავაზებული პროექტით, სემეკ-ი ტარიფს 3,348 ზრდის. შესაბამისად 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის ტარიფი 10.978 თეთრი, 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით - 14.348 თეთრი, ხოლო 301 კვტსთ-დან და მეტი - 18.178 თეთრი იქნება.
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)