02:19 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 12:19:58, 879 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 74 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს, ხოლო დანარჩენ 24-ს სასჯელი შეუმცირდათ.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის მიერ განხილული საქმეების შემდგომ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

„პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ შეწყალების მორიგ აქტს მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა. ამ 98-დან 74 დღესვე დატოვებს საპატიმროს. რაც შეეხება 24 მსჯავრდებულს, მათ სასჯელი შეუმცირდათ. 74 მსჯავრდებულიდან დღეს საპატიმროს 1 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი დატოვებს. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის მიერ განხილული საქმეების შემდგომ წარდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო. სულ კომისიამ 17-18 ივლისს, 589 მსჯავრდებულის საქმე განიხილა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics