|
2019-12-05 14:07:10, 1880 ნახვა
კომენტარი
მაქარაშვილი: ეშმაკი რომ დამაჯდეს მხარზე და ივანიშვილის დამარცხებაში დახმარება შემომთავაზოს, არ ვარ წინააღმდეგი
„ეშმაკი რომ დამაჯდეს მხარზე და მოგეხმარებიო ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაშიო, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ისიც ეშმაკია და ესეც“, - ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა მაქარაშვილმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში „სირცხვილიასთვის“ მიუღებელია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად არიან მასთან ერთადაც დადგნენ. "ნინო ბურჯანაძე მადრიდის რეალის ფანი იყოს და მე იუვენტუსის ვარ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ ეტაპზე ერთნი ვართ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიხარია და მომწონს მისი მოსკოვში ვიზიტი. კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი მოსკოვში ვიზიტი "სირცხვილიასთვის" არის მიუღებელი. ეშმაკი რომ დამაჯდეს მხარზე და მოგეხმარებიო ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაშიო, საერთოდ არ ვარ წინააღმდეგი, იმიტომ, რომ ისიც ეშმაკია და ესეც. არ ვიცი, ნინო ბურჯანაძე ვაჟა გაფრინდაშვილის თემაზეა ჩასული, ესე თქვეს და მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, თუ ასეა და რაღაც შედეგს გამოიღებს, კარგი იქნება, თუმცა, ეს არ ამართლებს რუსეთთან ერთი-ერთზე დიალოგს“, - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)