13:56 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 12:53:53, 225 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

მომხმარებლებისთვის სწრაფი და შეუფერხებელი სერვისების მიწოდების მიზნით, თიბისიმ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან - Standard Chartered Bank, საკორესპონდენტო თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად, თიბისი, როგორც ბიზნესის N1 პარტნიორი, კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს საერთაშორისო გადახდების პროცესს. 

Standard Chartered Bank ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტია, რომელსაც ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი პოზიციები აქვს საერთაშორისო გადახდებისა და საკორესპონდენტო ბანკინგის სფეროში. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობა განსაკუთრებით დაეხმარება იმ კომპანიებს, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ტრანზაქციებს უცხოელ პარტნიორებთან, ასრულებენ იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებს და ჩართული არიან საერთაშორისო ვაჭრობაში. 

კლიენტებისთვის ეს ნიშნავს:

  • საერთაშორისო გადარიცხვების უფრო ფართო გეოგრაფიულ დაფარვას;
  • გადახდების უფრო ეფექტიან დამუშავებას - საერთაშორისო ტრანზაქციების პროცესის გამარტივებასა და დაჩქარებას;
  • საიმედო საერთაშორისო საბანკო ინფრასტრუქტურაზე წვდომას საერთაშორისო ოპერაციების შეუფერხებლად განხორციელებისთვის;
  • საერთაშორისო ბიზნესისა და სავაჭრო ოპერაციების გაძლიერებულ მხარდაჭერას, რაც კომპანიებს უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების ეფექტიანად მართვაში დაეხმარება.

„თიბისი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლების საჭიროებებს და ქმნის სერვისებს, რომლებიც მათს ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს. თანამედროვე და მოქნილი საბანკო ინფრასტრუქტურა ბიზნესებისთვის ფინანსური ოპერაციების უწყვეტად განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამას ემსახურება Standard Chartered Bank-თან საკორესპონდენტო პარტნიორობის გაფორმება. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის შეუფერხებელ განხორციელებას, ბიზნესაქტივობის გაძლიერებას საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტთან საკორესპონდენტო ურთიერთობის დაწყება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის საერთაშორისო შესაძლებლობებისა და საკორესპონდენტო ქსელის შემდგომი განვითარებისთვის”, - თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics