|
2019-12-04 11:12:41, 1948 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ, მაგრამ ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს
„აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ, მაგრამ ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს რომლებიც მათთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადავიდეს, რაც არაერთხელ განუცხადებია სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციისთვის. „მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება, ვისგანაც არ უნდა გამომდინარეობდეს ის, მით უმეტეს ფიზიკური ძალის გამოყენება და ასეთი ტიპის აქციები, რომლებიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი დაიწყო ჩვენმა იმ რადიკალურმა ოპოზიციამ, რომელსაც მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და გვემუქრება ამ წლების განმავლობაში და რომელიც მხოლოდ ამ გზას ადგას. როდესაც უშუალოდ ოპოზიცია მოდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას ხვდება იქაც მხარდამჭერი, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილია იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შედიან ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესი გადავიდეს ქუჩიდან პარლამენტში, რაც არაერთხელ მოგვიწოდებია. მე გუშინ მოვუწოდე აქტივისტებს, რომ ძალადობისა და აგრესიული ქმედებებისგან თავი შეიკავონ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)