14:40 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 16:49:09, 2699 ნახვა

კომენტარი
კობახიძე აქციის მონაწილეების ბანერებზე: უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა

„თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან რაც უნდათ, მაგრამ ვერ მოდიან, იმიტომ რომ იციან რა საკადრის პასუხს მიიღებენ ჩემგან“,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მისულს ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ.

მისი თქმით, ეს არის „ნაცმოძრაობის“ სახე, რომლებმაც არ იციან "ვის რა დააჭერინონ ხელში".

„აქციასთან დაკავშირებით მოკლედ გეტყვით, იყო რამდენიმე ბავშვი შეკრებილი. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ ვეტყვით მათ, საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. საყვედური ეთქმის "ნაცმოძრაობას", რომლებიც ბავშვებს იფარებენ. თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან რაც უნდათ რომ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ, ისინი ჩემგან მიიღებენ მძიმე და საკადრის პასუხს, ამიტომ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას და იფარებენ ბავშვებს, რაც არ არის კაცისთვის და ქალისთვის საკადრისი საქციელი, ეს არის მათი სახე, ისიც უნდა იცოდნენ გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა დააჭერინონ, ტრანსფარანტი მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე ეს არის ნაცმოძრაობის სახე, რომლებმაც არ იციან ვის რა დააჭერინოს ხელში“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „მონა“, „პროპორციული დაიდოს“ , „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“ , - ამ შეძახილებით შეხვდნენ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მისულ პარლამენტის. ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics