|
2019-12-02 12:42:20, 2403 ნახვა
კომენტარი
უგულავა მელიაზე: ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა, შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების
„როგორც ჩანს, ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა, შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების“,- ამის შესახებ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მელიას პარლამენტიდან გაძევება უნდათ და მორიგ ჯერზე უფლებამოსილებას შეუჩერებენ. „ჩვენ ვნახეთ ერთხელ ის სამარცხვინო სცენა, რაც უმრავლესობამ ჩაატარა მელიასთან დაკავშირებით, შეუწყვიტეს სხვა საქმეზე და პირდაპირ ციხეში გაუშვეს. ახლაც ასე იქნება როგორც ჩანს, პარლამენტიდან გაძევება უნდათ, ალბათ მორიგ ჯერზე მელიას შეუწყვეტენ უფლებამოსილებას. როგორც ჩანს, ივანიშვილმა ბოლომდე ვერ გაქაჩა დაჭერა და შეეშინდა საერთაშორისო რეაქციების. იმიტომ, რომ მოქმედი დეპუტატის და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება ასეთ ვითარებაში პირდაპირ დიქტატურის გაფორმებაა, მაგრამ ვირეშმაკა რაის ვირეშმაკაა, რომ ვირეშმაკული გადაწყვეტილება არ მიეღო. ეს გადაწყვეტილება, რაც მელიასთან დაკავშირებით მიიღეს ტოვებს იმ სივრცეს, რომ აი ის პირანიები, რომლებიც ერთხელ შეიკრიბნენ და 92-მა კაცმა ჰკა მაგას რომ დასძახეს და ციხეში, რომ გაუშვეს ანალოგიურად შეუძლიათ უფლებამოსილება შეუწყვიტოს. როგორც ჩანს, ეს კომფორტი ივანიშვილმა თავის უმრავლესობას მისცა. ჩვენ ვხედავთ, როგორ მიდრეკილება აქვთ ბრეჟნევიადასკენ, უნდათ, რომ თავის თავს მარტო ელაპარაკონ, მარტო ჩაიკეტონ, არანაირი განსხვავებული აზრი არ არსებობდეს, აი ასე ხბოს აღტაცებით ატარონ, თურმე დღეს ბიურო ჰქონიათ. რაც არ უნდა დაიმალონ, რაც არ უნდა ადამიანებს არ დაენახონ, რაც არ უნდა ღობეები აღმართონ ხალხის ხმას და რისხვას მაინც ვერ გაექცევიან“,-განაცხადა უგულავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას და ზურაბ ადეიშვილს განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ამასთანავე, 2 წლით და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ხოლო ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)