21:00 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 14:44:47, 3379 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით ბავშვთა საქველმოქმედო ფონდ „იალქანს“ ფართი გადაეცა

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფონდ „იალქანს“, რომელიც წლებია რეგიონში ძალადობის მსხვერპლი მოზარდების, არასრულწლოვნების, უსახლკაროდ დარჩენილი ბავშვებისა საკითხებზე მუშაობს, ეფექტური ფუნქციონირებისთვის ფართი სარგებლობაში გადაეცა. გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,გვაქვს სასიამოვნო სიახლე. ყველა იცნობთ ფონდი „იალქანის" საქმიანობას. წლების განმავლობაში ეს ფონდი დახმარებას უწევდა ასობით ბავშვს, როგორც სოციალურად დაუცველებს, ასევე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. მათ ჰქონდათ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ფართთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სარგებლობაში გადავცეთ შესაბამისი ფართი, რომელიც დაეხმარება ამ ფონდს კიდევ უფრო წარმატებით და ეფექტურად დაეხმაროს ბავშვებს და უფრო წარმატებით განახორციელოს მისი საქმიანობა და შეასრულოს მისი მანდატი.

ფონდი წლების განმავლობაში ეხმარება სოციალურად დაუცველ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზაციამ ასობით ბავშვი ქუჩას ჩამოაშორა. ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს კრიზისული თავშესაფრის 24 საათიან პროგრამაშიც ჩაერთვება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics