|
2019-11-29 13:51:56, 3229 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ოპოზიციას: ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს
„მე ვთავაზობ მათ, ერთად გავიაროთ ქუჩაში და ვინ საც დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან ოპოზიციის ბრალდებებს პარლამენტში დეპუტატების დილის საათებში „შეპარვასთან" დაკავშირებით, მორიგი სპეკულაცია და ბინძური ტყუილი უწოდა. „ერთი განმარტება მინდა გავაკეთო, დღევანდელი დღის დასაწყისთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ ერთხელ მოჰყვა უბინძურესი სპეკულაციები. დღეს, 10 საათზე ჩანიშნული იყო კომიტეტის სხდომები, 12 საათზე კი უნდა დაგვეწყო პლენარული სხდომა და როდის უნდა ჩატარებულიყო უმრავლესობის სხდომა. რომელ საათზე უნდა დაგვეწყო ეს უმრავლესობის სხოდმა? ან როდის უნდა ჩაგვეტარებინა, შემოპარვას რომ არქმევენ? ეს არის კიდევ ერთი მკაფიო სპეკულაცია, ბინძური ტყუილი, ხალხის მოსატყუებლად, თითქოს ვიღაცა სადღაც დაიპარება. მე ვთავაზობ მათ, თუნდაც ქუჩაში გავიაროთ ერთად და ვინ სად დაიპარება ვაჩვენებ ნებისმიერს, ვინც ასეთ ბინძურ ტყუილებს და სპეკულაციებზე დადის. ამას აკეთებს და აცხადებს ის ხალხი ვინც 2012 წლის მერე, გასაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ქუჩაში ისე დაიპარებიან, რომ ვერ ხვდებიან სად შეძვრნენ და ეს ხალხი ლაპარაკობს ამ ყველაფერზე", - განაცხადა მდინარაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)