|
2019-11-28 19:09:21, 1543 ნახვა
კომენტარი
ნინო წილოსანი: თუ „ქუჩის ოპოზიციას“ ხალხის ნდობა აქვს, პარლამენტის კარებს ნუ ამტვრევს, არჩევნებს დაელოდოს
„ეს „ქუჩის ოპოზიცია“ თუ ირწმუნება, რომ ხალხის ნდობა აქვთ, პარლამენტის კარები კი არ უნდა დაანგრიონ, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ“,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა განაცხადა. მისი შეფასებით, ოპოზიციის მოქმედებები არანაირ გამოხატვის თავისუფლებასა და ცივილურობაში არ ჯდება. "გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ მათ საკმარისი რაოდენობა ეფექტური აქცია მოეწყოთ, ისინი ოჯახის წევრებით იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან კარგი, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა აქვთ. ისინი ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური ქაოსი შეექმნათ. ის საქციელი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, ჩემთვის პირადად არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში და არც ცივილურობაში. ეს "ქუჩის ოპოზიცია", თუ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა, პარლამენტის კარებს კი არ უნდა ანგრევდეს, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ. თუ ისინი პარლამენტის კარებს ამტვრევენ, ლოგიკური დასკვნა მიჩნდება, რომ მათ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)