|
2019-11-28 15:35:55, 1686 ნახვა
კომენტარი
გახარია: ბიძინა ივანიშვილმა, გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს
„ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად, გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა იმისა, რამდენად რთულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების სრული დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად. „რამდენად რთულია სრული დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად და ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ გარემოში, სადაც მედია თავისუფალია, სადაც გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დოზის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, როდესაც ზოგიერთები პარლამენტის შტურმს და ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ, ეს იყო ჩემთვის ძირითადად გასაგები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის მიზანი, რომელიც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში დავინახეთ ჩემთვის არის აბსოლუტურად გასაგები და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვიმუშავებთ. ამ ქვეყანაში, ბოლო წლებში ყველა აქცია, რომელიც რჩებოდა კანონის ფარგლებში და იყო მშვიდობიანი არაფერი არ დამუქრებია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბლოკირება, სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ხელის შეშლა არ არის კანონიერი“, - განაცხადა გახარიამ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)