|
2019-11-28 14:05:12, 1530 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა: მოსამართლეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი
„მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას, რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი, ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღეს პარლამენტში მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ შეავსონ გამოთავისუფლებული სკამები. „მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას, რომ დაიწყებთ აქ, შემდეგის შემდეგ კვირაზე, აი მერე ნახეთ თქვენ არმაგედონი. ეს რკინის ჯებირები არ გეყოფათ, იმიტომ რომ იმ მზაკვრობის და იმ ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა. დღეს ბუნებრივია დასრულდა, იხოხიალეს უთავმოყვარეო ადამიანებმა, იძრომიალეს უკანა ხვრელებით გაძვრნენ. დეპუტატები უკანა კარებიდან და ფანჯრებიდან ატარეს, სადამდე ივლინ ასე ნახირივით ეს უთავმოყვარეები. დღეს ეს პარლამენტი რამეზე კი არ მსჯელობს, ისინი მსჯელობენ გამონთავისუფლებული სკამები როგორ შეავსონ“,- განაცხადა უგულავამ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)