|
2019-11-26 20:00:52, 2411 ნახვა
კომენტარი
პატრიარქი: სამწუხაროა, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთგაგება არ არის - ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ
„სამწუხარო ფაქტია, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის არ არის ურთიერთგაგება. უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ელჩებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. პატრიარქმა მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იმის მიღწევა, რაც ქვეყანას სჭირდება, სწორედ მოსმენით და ურთიერთგაგებით არის შესაძლებელი. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი პრობლემა არის სახელმწიფოებში და მათ ურთიერთობებში. მოგეხსენებათ, არაერთი პრობლემა აქვს საქართველოსაც. უპირველეს ყოვლისა კი ის, რომ ტერიტორიული მთლიანობაა დარღვეული. 20 % – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჯერჯერობით არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და აფხაზეთიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად 42 წლის წინ, ბუნებრივია, ეს მხარე მეტად მტკივნეულია ჩემთვის. სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ არ არის ურთიერთგაგება მთავრობასა და ოპოზიციას შორის. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა. მოსმენით და ურთიერთგაგებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას. მე მადლობელი ვარ და საქართველო მადლობელია თქვენი დახმარებისა, თქვენი თანადგომისა“, - განაცხადა ილია მეორემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)