|
2019-11-26 16:32:11, 1537 ნახვა
კომენტარი
კალაძე: დღეს ხელისუფლებაში ვართ, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში ვიყოთ, მაგრამ არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები
„დღეს შეიძლება ხელისუფლებაში ვარ და ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით, ჩემი პარტიით, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით კონსტრუქციულები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი იმ კონკრეტულ პარტიებს აქვთ, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან. „პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას, იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს ეწევიან დესტრუქციულ ქმედებებს, მათ ნამდვილად აქვთ პოლიტიკური კრიზისი. ჩემთვის არ არის მიღებული დესტრუქციული ქმედებები, მე ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი და ყოველთვის მექნება ეს დამოკიდებულება. მე დღეს შეიძლება ხელისუფლებაში ვარ და ხვალ ოპოზიციაში ვიყო ჩემი გუნდით, ჩემი პარტიით, „ოცნება“ მყავს მხედველობაში, მაგრამ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები და ყოველთვის ვიქნებით კონსტრუქციულები, იმიტომ რომ ყოველთვის გამოვდიოდით, გამოვდივართ და გამოვალთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)