|
2019-11-26 15:19:51, 1410 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე - პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით შევქმნათ ჯგუფები და საზღვრისპირა სოფლებში ჩავიდეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. „მე მინდა ვისაუბრო ჩემი, ჩვენი, ექიმების, კოლეგის, ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დატყვევებასთან დაკავშირებით. მინდა ყველას ვუთხრა, ექიმობა არის ის პროფესია, როდესაც ფიცი იდება არა პარტიული ხაზით, არა ეთნიკური ნიშნით და სხვა განზომილებით, არამედ იმისთვის, რომ ის, ყველაფერს გაიღებს იმისათვის, რომ პაციენტის სიცოცხლე არ დადგეს რისკის ქვეშ და აქ ეკლიანი მავთულის გავლება აბსოლუტურად მიუღებელია, რამეთუ ექიმები საზღვრების გარეშე ახორციელებენ და უნდა ახორციელებდნენ თავის საქმიანობას და მით უმეტეს, როდესაც ექიმი, რომელსაც არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია, გადაურჩენია არაერთი ქართველი, აფხაზი, ოსი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძემ ინიციატივაც გააჟღერა და კოლეგებს პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით ბრიგადების შექმნისა და საზღვრისპირა სოფლებში გასვლისკენ მოუწოდა. „ჩვენ, ექიმები პარლამენტში საკმაოდ ბევრნი ვართ. გთავაზობთ, პარლამენტში მყოფი ექიმების ხელმძღვანელობით შევქმნათ ბრიგადები და ჩავიდეთ იქ. გავთავისუფლდეთ ყოველგვარი პირადული, ეთნიკური, პოლიტიკური პასუხისმგებლობისაგან და ავიღოთ მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობა. ექიმსა და პაციენტს შორის ეკლიანი მავთული ვერასოდეს გაივლება, რამეთუ ის იქნება რყევადი და ამ საზღვარს ვერასდროს შეინარჩუნებს",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)