|
2019-11-26 15:14:16, 1583 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი „ოცნებას“: ნუ ამბობთ, რომ 2012 წელს ხელისუფლება ამ სისტემით შეიცვალა - ეს იყო რევოლუცია
„დაანებეთ სპეკულირებას თავი, ნუ ამბობთ, რომ 2012 წელს დღეს არსებული საარჩევნო სისტემით შეიცვალა ხელისუფლება“, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 2012 წელს საარჩევნო სისტემას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ხელისუფლება რევოლუციის შედეგად შეიცვალა. „რაღაცას გთხოვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ნუ ამბობთ ხოლმე, რომ 2012 წელს ამ სისტემით შეიცვალა ხელისუფლება. ამ სისტემით არ შეცვლილა, იქ სისტემას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იყო რევოლუცია და ამ რევოლუციაში ჩვენ აქ მონაწილეობა მიღებული გვაქვს, მაგრამ ბევრ თქვენგანს მგონი საერთოდ გვერდითაც არ გაუვლია ამ პროცესის მიღმა. ეს არ იყო, რომ საარჩევნო სისტემამ გადაწყვიტა თურმე რამე, ეს ჩვეულებრივი რევოლუცია იყო 2012 წელს რაც მოხდა. ამიტომ დაანებეთ სპეკულირებას თავი, რომ ამ საარჩევნო სისტემაშიც შეიძლება ხელისუფლების ცვლილება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)