|
2019-11-25 22:23:27, 1276 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მინდა დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი
“მინდა ბატონი ვაჟას ოჯახს კიდევ ერთხელ მივმართო და დავარწმუნო, რომ მაქსიმალურად არის ამოქმედებული ყველა შესაძლო ფორმატი და საკომუნიკაციო არხი უმაღლეს დონეზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს მისი განთავისუფლება. არ დარჩენილა არც ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ევროკავშირისა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის გაეროს მიმართულებით, ვისთანაც არ მქონია კომუნიკაცია ამ საკითხზე”, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანიაში განაცხადა, სადაც გამოეხმაურა ვაჟა გაფრინდაშვილის წერილობით მიმართავას საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი. მინისტრის განცხადებით, იგი ყველა უმაღლესი დონის შეხევდრაზე, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საუბრობს ამ თემაზე და მინისტრის ყველა ვიზიტი, რომელიც მომდევნო ორი კვირის განმალოაბში არის დაგეგმილი, აუცილებლად იქნება გამოყენებული ამ საკითხის გადასაჭრელად. “ეს წუთია დავასრულე შეხევდრა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და მასთანაც მქონდა ამ საკითხზე საუბარი. ხვალ მექნება შეხვედრა ჩემ კოლეგასთან ჰაიკო მაასთან და მასთანაც ვისაუბრებ ამაზე“, - განაცხადა მინისტრმა. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ კომუნიკაციის შესახებ რაც მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა კოლეგებთან. აღსანიშნავია რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა საუბარი და დღემდე აქვს კომუნიკაცია ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან, ასევე ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან, რომელიც ასვეე პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში არის ინფორმირებული პროცესების განვითარების შესახებ და აგრეთვე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან, რომელიც პირველივე დღიდან არის უშუალოდ ინფორმირებული და პროცესში ჩართული. დავით ზალკალინის განცხადებით აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები. „ჩვენმა მისიებმა მაქსიმალურად წამოწიეს ეს საკითხი ყველა არსებულ ფორმატში. გაეროში ჩვენმა მუდმივმა წარმომადგენელმა ამ საკითხზე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოს დებატებზე. ჩვენმა დელეგაციამ ძალიან მწვავედ დააყენა ეს საკითხი ეუთოს მუდმივ საბჭოში, რასაც გამოეხმაურა ეუთოს გენერალური მდივანი, რომელიც პირადად არის ინფორმირებული. ამ კვირაში ჩავდივარ სტრასბურგში, სადაც გადმოვიბარებ თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში და იქაც, ევროპის საბჭოში, ამ საკითხის შესახებ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ვისაუბრებთ ყველა, მათ შორის გენერალური მდივნის დონეზე და ინფორმაციასაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს წითელ ჯვართანაც. ჩვენი ელჩი ჟენევაში მუდმივად, რეგულარულად ხვდება წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას“, - განაცხადა ზალკალიანმა. მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ ეს საკითხი, რომელიც პოლიტიკური შემადგენელის გარდა მძიმე ჰუმანიტარული კონტექსტის მატარებელია, სათანადოდ იყოს აღქმული და შეფასებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მისივე განცხადებით, მისი დავალებით ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან შეხვედრა გამართა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რადგან აუცილებელია ოჯახმა ძალიან კარგად იცოდეს, რომ სახელმწიფო მიმართავს ყველა ძალსიხმევას მათი ოჯახის წევრის განთავისუფლებისათვის.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)